კარგად გვესმის ისრაელის „ჰამასის“ წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, მაგრამ ამავე დროს ღაზას სექტორში უდანაშაულო ადამიანების ტანჯვა აბსოლუტურად მიუღებელია და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჰუმანიტარული პაუზაა საჭირო, – ამის შესახებ ირლანდიის საგარეო საქმეთა და თავდაცვის მინისტრმა, მიშელ მარტინმა განაცხადა.
„ყველაფერი უნდა გაკეთდეს რეგიონული კონფლიქტის თავიდან ასაცილებლად, რადგან ეს უკიდურესად სერიოზული იქნება – ეს იყო ჩემი მთავარი გზავნილი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრთან საუბრისას. საკმაოდ მკაფიო ვიყავი, რომ მან უნდა გამოიყენოს საკუთარი გავლენა მთავარ მოთამაშეებზე, რათა თავიდან ავიცილოთ რეგიონული დაძაბულობა. სიტუაცია მძიმეა.
კოლექტიურად უნდა ვიმოქმედოთ სამეზობლოსთან და რეგიონში პარტნიორებთან მაქსიმუმის მისაღწევად, ზეწოლის გასაძლიერებლად, ღაზაში ჰუმანიტარული პაუზისთვის და შემდგომი დაძაბულობის აღსაკვეთად. გაზი და ელექტროენერგია აუცილებელია ყოველდღიური საჭიროებების დასაკმაყოფილებლად. ისრაელ-პალესტინის საკითხი პოლიტიკური გზით გადაჭრას საჭიროებს. უნდა განვიხილოთ ჩვენი მხრიდან რა ზომებს შეიძლება მივმართოთ, რადგან ეს ხელს შეუწყობს უსაფრთხოებას, რომელიც ასე გვესაჭიროება ყველას. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის ისრაელის ჰამასის წინააღმდეგ ბრძოლის აუცილებლობა, მაგრამ ამავე დროს ღაზას სექტორში უდანაშაულო ადამიანების ტანჯვა აბსოლუტურად მიუღებელია და ამიტომ ვფიქრობთ, რომ ჰუმანიტარული პაუზაა საჭირო“, – აღნიშნა მიშელ მარტინმა.