GD Banner
პოლიტიკა

დავით მათიკაშვილი: როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც ასე გააგრძელოს მოქცევა

როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე დავით მათიკაშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.

„როგორც ამბობენ, უფასო ყველი არის მხოლოდ სათაგურში. არ არსებობს ქველმოქმედება იქ, სადაც პოლიტიკური მიზნებიდან გამომდინარე და ქვეყნის გარედან დაფინანსებული კონკრეტული ორგანიზაციები პირდაპირ აფინანსებენ დანაშაულის, სამართალდარღვევის ჩადენას. პირდაპირ ნიშნავს ეს იმას, რომ როდესაც ჯარიმას გადაუხდი დამრღვევ დამნაშავე პირს, ეს არის მისთვის წახალისება, რომ შემდგომშიც მან ასე გააგრძელოს მოქცევა და მისი მოქცევა კვლავ იქნება წახალისებული და ფინანსურად უზრუნველყოფილი. ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენმა საზოგადოებამ ყველაფერი იცის ძალიან კარგად, განსაკუთრებით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შესაბამისი განცხადებების ფონზე და ასეთ მდარე სურვილებს რევოლუციის მოწყობისა, არანაირი შედეგი ექნება ჩვენს ქვეყანაში“, – აღნიშნა მათიკაშვილმა.

აქციებზე დაკავებულ აქტივისტების ნაცვლად, რომლებსაც სასამართლომ კანონდარღვევისთვის ფინანსური სანქცია დააკისრა, ჯარიმებს „საქართველოს დემოკრატიული ინიციატივის“ მიერ დაფუძნებული ფონდი იხდის. „იმედის კვირამ“ გაარკვია, რომ ჯამში ადმინისტრაციულ ჯარიმებში უკვე 30 ათას ლარზე მეტია გადახდილი. რაც შეეხება დონორებს, ორგანიზაციის ვებგვერდზე ინფორმაცია აღარ იძებნება, რაც ტექნიკური გაუმართაობით ახსნეს.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,293 ნახვა