აზეთი The New York Times-ი ავსტრალიელი მილიარდერის, ენტონი პრატის აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დონალდ ტრამპმა თავის მეუღლეს, მელანია ტრამპს სთხოვა, ბიკინით გაევლო აუზთან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, რათა სხვა კაცებს დაენახათ, რა აკლიათ.
როგორც აუდიოჩანაწერში ავსტრალიელი მილიარდერი ამბობს, მელანია ტრამპმა თავის მეუღლეს უპასუხა: “ამას მაშინ გავაკეთებ, როდესაც ჩემთან ერთად ბიკინით გაივლი”.
აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს “ფეიკ-ნიუსია”.
Facebook Comments Box