GD Banner
უცხოური მედია

The New York Times: ავსტრალიელი მილიარდერი ამბობს, რომ ტრამპმა თავის მეუღლეს სთხოვა, ბიკინით გაევლო აუზთან, რათა სხვა კაცებს დაენახათ, რა აკლიათ

აზეთი The New York Times-ი ავსტრალიელი მილიარდერის, ენტონი პრატის აუდიოჩანაწერებზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს, რომ დონალდ ტრამპმა თავის მეუღლეს, მელანია ტრამპს სთხოვა, ბიკინით გაევლო აუზთან მარ-ა-ლაგოს რეზიდენციაში, რათა სხვა კაცებს დაენახათ, რა აკლიათ.

როგორც აუდიოჩანაწერში ავსტრალიელი მილიარდერი ამბობს, მელანია ტრამპმა თავის მეუღლეს უპასუხა: “ამას მაშინ გავაკეთებ, როდესაც ჩემთან ერთად ბიკინით გაივლი”.

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ეს “ფეიკ-ნიუსია”.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,893 ნახვა