ღაზის სექტორში ღამით განხორციელებული თავდასხმების შედეგად არის დიდი რაოდენობით დაღუპული და დაშავებული, – ამის შესახებ პალესტინის შინაგან საქმეთა სამინისტრომ განაცხადა.
პალესტინის სამინისტროს მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დარტყმები გასულ ღამეს და დღეს დილით განხორციელდა. დაღუპულთა ზუსტი რაოდენობის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
სამინისტრომ ასევე გამოაქვეყნა მასალები, რომლებშიც ჩანს აფეთქებული შენობები და სასწრაფო დახმარების სამსახურის პერსონალი, რომლებსაც ნანგრევებიდან დაღუპულების ცხედრები ამოჰყავთ.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო