GD Banner
უცხოური მედია

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის პროვოცირებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს

ირანის საგარეო საქმეთა მინისტრი ომის პროვოცირებაში შეერთებულ შტატებს ადანაშაულებს. ჰოსეინ ამირაბდოლაჰიანის თქმით, პალესტინის წინააღმდეგ ომს ისრაელის ხელით ვაშინგტონი აწარმოებს.

„თელ-ავივში ყოფნისას ამერიკის პრეზიდენტმა ოფიციალურად განაცხადა, რომ იარაღით დატვირთულ ასობით თვითმფრინავს, გემსა და სატვირთოს გაგზავნის მასობრივი მკვლელობების მხარდასაჭერად, რომელსაც ისრაელი ღაზაში ახორციელებს. თუ ამერიკა და ისრაელი უარს არ იტყვიან ღაზაში გენოციდის შეჩერებაზე, რეგიონში სიტუაცია კონტროლიდან გამოვა“, – აღნიშნა ირანის პირველმა დიპლომატმა.

სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,167 ნახვა