GD Banner
საზოგადოება

ენძელა მაჭავარიანი ხვიჩა კვარაცხელიას:მჯერა, შენს მეუღლეს, შენი შესრულებული ,,სერენადა” ურჩევნია მსოფლიო ვარსკვლავების ნამღერს! არ აყვე ყალბ, გამოგონილ ფეისებს

მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი ენძელა მაჭავარიანი ხვიჩა კვარაცხელიას ქორწილის სახალისო ვიდეოს ეხმაურება, რომელშიც ფეხბურთელმა მეუღლეს უმღერა, თუმცა ვიდეომ სოციალური ქსელის მომხმარებელთა ნაწილის უარყოფითი რეაქციები გამოიწვია.

„გილოცავ! მაგარი ხარ კვარა, მართალი, გულწრფელი.. მჯერა, შენს მეუღლეს, შენი შესრულებული ,,სერენადა” ურჩევნია მსოფლიო ვარსკვლავების ნამღერს! არ აყვე ყალბ, გამოგონილ ფეისებს, იყავი ის, ვინც ხარ სინამდვილეში! გულიანო ბიჭო, შენთან ვართ! არ შეშინდე – ეცადე, ყოველთვის ითამაშო შენი ფეხბურთი და იმღერო შენი სიმღერა! ბრავო! მიყვარხარ! სულ ბედნიერები და გამარჯვებულები იყავით!“,-წერს ენძელა მაჭავარიანი სოციალურ ქსელში.

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,881,037 ნახვა