„სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი მარგინალებისთვის საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა და ამით “ამაყობა” არაა დემოკრატია, ეს ექსტრემიზმის წახალისებაა! გამოაშკარავდა, რომ “ნაცების” ერთ-ერთი მოკავშირე ფსევდო-არასამთავრობო GDI (Georgian Democracy Initiative, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”) საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებული ნაცრადიკალების ფინანსური ქოლგაა“-ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს. ანალიტიკოსის თქმით, ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის, რადიკალიზმის ხელშეწყობა კატეგორიულად მიუღებელია და ასალაგმია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს! “სახელმწიფოს წინააღმდეგ მებრძოლი მარგინალებისთვის საპროტესტო აქციებზე კანონდარღვევებისთვის დაკისრებული ჯარიმების გადახდა და ამით “ამაყობა” არაა დემოკრატია, ეს ექსტრემიზმის წახალისებაა! გამოაშკარავდა, რომ “ნაცების” ერთ-ერთი მოკავშირე ფსევდო-არასამთავრობო GDI (Georgian Democracy Initiative, “საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა”) საპროტესტო აქციებზე დაჯარიმებული ნაცრადიკალების ფინანსური ქოლგაა.
რევანშისების ამ განშტოებას კურირებენ: ყოფილი ე.წ. სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია, GDI -ს თავმჯდომარე, ქუჩის ნაცაქტივისტი ედუარდ მარიკაშვილი და საია-ს ხელმძღვანელი ნონა ქურდოვანიძე. აღსანიშნავია, რონ რადიკალური ორგანიზაციის ვებგვერდზე აღარ იძებნება ამ კონკრეტული პროექტის უცხოელი დონორების შესახებ ინფორმაცია 18000 ევროს ჩარიცხვაზე. არა და ნაცაქტივისტმა მარიკაშვილმა “იმედის კვირასთან” ინტერვიუში ეს დაბნეულად განმარტა, რაზეც, შემდეგ, დიდი ალბათობით, უსაყვედურებდნენ სპონსორები. ქართულ ‘ნაცენჯეო’ სექტორში რომ დიდძალი შავი ფული ტრიალებს სხვადასხვა დესტრუქციული მიზნებისთვის, ცხადზე ცხადია. ამის გამოც გააფთრებით ეწინააღმდეგებოდნენ ნაცრევანშისტთა ფლანგი და გლობალური ომის პარტია FARA-ს მსგავს ქართულ კანონს გამჭვირვალობაზე.
გამოდის, რომ დეპოლარიზაციაზე ფარისეველი “მქადაგებლები” ორივე ხელით მხარს უჭერენ რადიკალიზაციას და სახელმწიფო ინსტიტუტებზე იერიშის მიტანას. აშკარაა, რომ კანონდამრღვევებისთვის ჯარიმების გადახდით დონორი ორგანიზაციები არ აღიარებენ საქართველოს სუვერენიტეტს, დამოუკიდებელ მართლმსაჯულებას, ძირს უთხრიან კანონის უზენაესობას, ცდილობენ გააუბრალოონ ჯარიმის პრევენციული ფუნქცია. USAID-თან დაკავშირებით დიდი კითხვის ნიშნები არსებობს და რომ ხშირად მათ მიერ გაცემული თანხები ამერიკელი გადასახადის გადამხდელთა ინტერესების საწინააღმდეგოდ იხარჯება საქართველოში. ჩვენს ქვეყანაში დესტაბილიზაციის, რადიკალიზმის ხელშეწყობა კატეგორიულად მიუღებელია და ასალაგმია, ვისგანაც არ უნდა მოდიოდეს ეს!
იხილეთ “იმედის” კვირის” სიუჟეტიც https://www.facebook.com/watch/?v=698168492220840&extid=CL-UNK-UNK-UNK-IOS_GK0T-GK1C&ref=sharing&mibextid=cr9u03” – წერს გია აბაშიძე.