GD Banner
პოლიტიკა

არჩილ თალაკვაძე USAID ის და სოროსის ფონდის მიერ კანონდამრღვევთა დაფინანსებაზე: პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი, რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი

პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა, რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი – განაცხადა“ქრონიკასთან“ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა არჩილ თალაკვაძემ USAID-ის და სოროსის ფონდის მიერ კანონდამრღვევთა დაფინანსებასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, გმირებად მათ წარმოსაჩენად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს. მაშინ ეს გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს, ეს კამპანია გრძელდება.

„სწორედ ამაზე ვსაუბრობდით თვეების წინ, რომ პარტიებთან შექმნილია სატელიტური ორგანიზაციები, სატელიტური ფონდები და გაუმჭვირვალეა თუ რას აკეთებენ ისინი და რა მიზანს ემსახურება რეალურად ეს ყველაფერი. ვნახეთ, რომ იყო კოორდინირებული კამპანია იმ აგრესიული და ძალადობაში ჩართული ადამიანების დასაცავად, მათ წარმოსაჩენად გმირებად, ვინც საკუთარი თანამოქალაქეების, პოლიციელების დაწვა სცადა, ცეცხლი წაუკიდა ადამიანებს, ეს მაშინ გამოხატვის თავისუფლებად მონათლეს. ეს კამპანია არ შეწყვეტილა, გრძელდება. რა თქმა უნდა, არსებობენ ქვეყანაში ძალები, რომლებიც ყველა ადამიანს, მათ შორის მათ, ვისაც გულწრფელი პროტესტი შეიძლება ჰქონდეს, მაქსიმალურად გამოიყენებენ დესტაბილიზაციისთვის, არეულობისთვის, ამიტომ საჭიროა და მოველით მეტ გამჭვირვალობას, მოველით თანამშრომლობასთან ერთად ანგარიშვალდებულებასაც და მოველით, რომ რა დამოკიდებულებაც ჩვენ გვაქვს ამ თანამშრომლობის ფარგლებში, იგივე პრინციპებს სცეს პატივი ყველა მხარემ. ეს არის საქართველოს ინტერესებში, ეს არის ჩვენი საზოგადოების ინტერესებში“ – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,167 ნახვა