GD Banner
უცხოური მედია

ჰამასის ლიდერის შვილი – ჰამასი ეროვნული კი არა, რელიგიური მოძრაობაა, რომელიც ყველაფერზე წამსვლელია, თუ გაიმარჯვებენ, პალესტინელების ხოცვას დაიწყებენ

დაჯგუფება ჰამასის ლიდერის შვილმა, მოსაბ ჰასან იუსეფმა fox news-თან ინტერვიუს დროს, დაჯგუფების ქმედებები დაგმო. 

„მე დავიბადე და ვიზრდებოდი ჰამასის ლიდერებს შორის და ვიცნობ ამ ხალხს ძალიან კარგად. მათ პალესტინელი ხალხი არ ადარდებთ, ადამიანის სიცოხლეს არ აფასებენ“,-განაცხადა მოსაბ ჰასან იუსეფმა. 

ჰამასის ლიდერის შვილი ამბობს, რომ ღაზას სექტორში ის პრივილეგირებული იყო და იზრდებოდა, როგორც პრინცი. 90-იან წლებში ის ებრაელებმა დააკავეს და წელიწადნახევარი მეგიდოს ციხეში გაატარა, სადაც გაიგო, თუ რამდენი პალესტინელი ეწირება ჰამასის მოქმედებებს. სწორედ მაშინ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ სურს ამ დაჯგუფებაში ყოფნა. 

„მე დამებადა კითხვები- რა მოხდება, თუ ჰამასი ისრაელს გაანადგურებს და საკუთარ სახელმწიფოს შექმნის? – ისინი დაიწყებენ ჩვენი ხალხის ხოცვას. ახლა, 25 წლის შემდეგ ისინი ღაზას აკონტროლებენ და ჩვენ ვხედავთ, რაზე არიან წამსვლელები!,-აღნიშნა დაჯგუფების ლიდერის შვილმა. 

მისივე თქმით- ჰამასი არ არის ეროვნული მოძრაობა. ის რელიგიური მოძრაობაა, რომლის მიზანია ისლამური სახელმწიფოს შექმნა. 

„ისინი პალესტინას იყენებენ საკუთარი მიზნებისთვის, ეს გრძელვადიანი მიზანი ახლო აღმოსავლეთის და მთელი მსოფლიოს ისლამურ სახელმწიფოდ გადაქცევაა“,-განაცხადა ჰასანმა.

მოსაბ ჰასან იუსეფი ჰამასის ლიდერის, შეიხ ჰასან იუსეფის შვილია. 1996 წელს, მეგიდოს ციხეში ის ისრაელის სპეცსამსახურმა გადაიბირა და გარკვეული პერიოდის განმავლობაში, მათთან თანამშრომლობდა. 2000 წელს პალესტინელმა ქრისტიანობა მიიღო. 2010 წელს ისრაელის კონტრდაზვერვასთან თანამშრომლობის შესახებ ისაუბრა, რის შემდეგაც, მამამ მასზე უარი თქვა.  

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,373 ნახვა