„ქრონიკა“ ისრაელში მუშაობას განაგრძობს. როგორც ილანა ჯანაშვილი ისრაელიდან იტყობინება, გამთენიისას ისრაელის საჰაერო ძალებმა ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე ქალაქში 5 ტერორისტი მოკლეს. მისი თქმით, ისინი მიწისქვეშა თავშესაფარში იმალებოდნენ და დღეს გეგმავდნენ ისრაელში ტერორისტულ აქტს.
ისრაელი ღაზის სექტორში სახმელეთო ოპერაციისთვის ემზადება. არმიის გენერალური შტაბის მეთაურმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ჰამასის განადგურების ოპერაციას ისრაელი უახლოეს ხანებში დაიწყებს.
სარაკეტო დარტყმა ისრაელზე 7 ოქტომბერს, ადგილობრივი დროით 06:30 საათზე განხორციელდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა ორგანიზაცია „ჰამასმა“ აიღო. ორგანიზაციაში ისრაელის წინააღმდეგ ახალი სამხედრო ოპერაციის დაწყების შესახებ განაცხადეს. ისრაელის თავდაცვის ძალებმა „ომისთვის მზადყოფნის მდგომარეობა“ გამოაცხადა და ღაზას სექტორში „ჰამასის“ ობიექტებზე იერიში დაიწყო.