GD Banner
უცხოური მედია

„ჰამასი“ იმიტომ დაესხა თავს ისრაელს, რომ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ნორმალიზაციის პროცესი შეეფერხებინა – ბაიდენი

„ჰამასი“ იმიტომ დაესხა თავს ისრაელს, რომ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობების ნორმალიზების პროცესისთვის ხელი შეეშალა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა. ინფორმაციას Reuters ავრცელებს.

ბაიდენის თქმით, საუდის არაბეთი ისრაელის აღიარებას გეგმავდა. დღეს ამ უდიდეს არაბულ ქვეყანას ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არ აქვს.

„მათ იცოდნენ, რომ ვგეგმავდი საუდის არაბეთის ხელისუფლებასთან მოლაპარაკების გამართვას და ეს ისრაელის აღიარებით დასრულდებოდა“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

მანამდე, 2020 წელს ისრაელთან დიპლომატიური ურთიერთობები არაბეთის გაერთიანებულმა საამიროებმა დაამყარეს, რასაც საუდის არაბეთმაც მხარი დაუჭირა. გარდა ამისა, ისრაელი და საუდის არაბეთი მათ საჰაერო სივრცეში თვითმფრინავების მოძრაობაზე შეთანხმდნენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,955 ნახვა