GD Banner
უცხოური მედია

ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენოციდის ტოლფასი ოპერაციები – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

ისრაელმა დაუყოვნებლივ უნდა შეწყვიტოს გენოციდის ტოლფასი ოპერაციები, – ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა.

თურქეთის პრეზიდენტის თქმით, რეგიონს სჭირდება სიგიჟისგან გადარჩენა, რომელსაც მხარს უჭერენ დასავლური ძალები და მედია.

„ვიმეორებ ჩვენს მოწოდებას ისრაელის მიმართ, არასოდეს გააფართოოს თავისი თავდასხმების ფარგლები მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შეწყვიტოს მისი ოპერაციები, რომლებიც გენოციდს უტოლდება. გვჯერა, რომ ჩვენი რეგიონი მიაღწევს მუდმივ სტაბილურობას ახალი მექანიზმების ჩამოყალიბებით, რომლებიც გარანტირებული იქნება მუსლიმების, ებრაელების, ქრისტიანების და ამ მიწებზე მცხოვრები ყველა ადამიანის უსაფრთხოებისთვის“, – აღნიშნა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა.

ცნობისთვის, 7 ოქტომბრის დილიდან პალესტინურმა დაჯგუფება „ჰამასმა“, რომელიც ღაზის სექტორს აკონტროლებს, ისრაელის ტერიტორიებზე მასიური სარაკეტო იერიში წამოიწყო. „ჰამასის“ რაზმები ღაზას სექტორიდან გადავიდნენ მოსაზღვრე რაიონებში ისრაელში და რამდენიმე დასახლებული პუნქტი, მათ შორის, ისრაელის სამხედრო ბაზა დაიკავეს. „ჰამასმა“ ისრაელს 2000-მდე რაკეტა ესროლა.

„ჰამასის“ მებრძოლებმა ათობით ადამიანი დაატყვევეს, მათ შორის ისრაელის სამხედროები.

მალევე ისრაელში საომარი მდგომარეობა ოფიციალურად გამოცხადდა. „ისრაელი ომშია“ – განაცხადა ისრაელის სახელმწიფოს პრემიერ-მინისტრმა ბენიამინ ნეთანიაჰუმ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მოსახლეობას მიმართა და პირობა დადო, რომ ისრაელის შეიარაღებული ძალები „მთელ ძალას“ გამოიყენებს „ჰამასის“ შესაძლებლობების გასანადგურებლად.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,515 ნახვა