GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი ქადაგიშვილი „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილებებზე პრეზიდენტის ვეტოზე – სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი რადიკალური პოლიტიკური მოძრაობის და რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე და საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით პრეზიდენტის ვეტოზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ „სამწუხაროა, რომ პრეზიდენტი კიდევ ერთხელ ლუსტრაციას აკეთებს, რომ რადიკალური პოლიტიკური მოძრაობის და რევოლუციური სცენარების თანამონაწილეა“.

„ვნახეთ, რომ გამოძიების ფარგლებში უშიშროების სამსახურმა კონკრეტული ინფორმაცია მოგვცა. მსოფლიოში ყველა სახელმწიფო უშიშროების სამსახურების მიერ ასეთ მკაფიო რეკომენდაციას ითვალისწინებს და აქედან გამომდინარე იქნა მიღებული კანონში ეს შესწორებები, რომელიც სრულად თანხვედრაშია ევროპის ადამიანთა უფლებების მაღალ სტანდარტთან. პრეზიდენტის მხრიდან ეს ნაბიჯი არის კიდევ ერთხელ იმის მაჩვენებელი, რომ ის სახელმწიფოს და უსაფრთხოების სამსახურს აზრს არაფრად აგდებს და იმ რევოლუციური სცენარის მიმდევრების კვალში დგას, რომელიც ვიცით, რატომ ხდებოდა ის ტრენინგები, მთელი რიგი ის მოვლენები, რომელიც საბოლოო ჯამში რევოლუციური სცენარის განვითარებას უნდა მოხმარებოდა“-აღნიშნა ქადაგიშვილმა. რაც შეეხება პრეზიდენტის ვეტოს დაძლევას, ამასთან დაკავშირებით, ქადაგიშვილმა აღნიშნა, რომ ვეტო აუცილებლად იქნება დაძლეული. „ვეტო რა თქმა უნდა დაიძლევა. ჯერ მოვისმენთ ვეტოს არგუმენტაციას იმიტომ, რომ ყოველ ჯერზე, როცა ვეტო იყო დადებული დავინახეთ, რომ პარლამენტში ამ ვეტოს არგუმენტირებული ახსნა ვერ მოხერხდა ვერც ერთხელ სამართლებრივად. ყოველთვის იყო პოლიტიკური განცხადება და არა არგუმენტირებული, სამართლებრივი დასაბუთება. ანალოგიური ვითარება გვექნება ახლაც. გამომდინარე იქიდან ვეტო იქნება დაძლეული“-განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა ჟურნალისტებთან.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა