ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის კორუმპირებულ ადმინისტრაციაში, როცა უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია, – ასე ეხმაურება ანალიტიკოსი გია აბაშიძე, უკრაინის საბაჟო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ უკრაინის სამხედრო ნაწილებამდე მოსასვლელი ტვირთის 1/3 დაკარგულია.
აბაშიძის თქმით, ამ ფონზე, უკრაინელი მაღალჩინოსნები საქართველოს მეორე ფრონტის გახსნისკენ მოუწოდებენ.
„ადვილი წარმოსადგენია, თუ რა სავალალო სიტუაციაა ზელენსკის კორუმპირებულ ადმინისტრაციაში, როცა უკრაინის საბაჟო სამსახურიც ვერ მალავს, რომ სამხედროებისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთიდან ერთი მესამედი დაკარგულია. სავარაუდოდ, ეს მინიმუმია იმის, რაც უკრაინის ხელისუფლების მაროდიორებმა მოსტაცეს ჯარს. ეს მხოლოდ ერთი მხარეა Слуга Народу-ს ყაჩაღობის. სხვა სფეროებში კიდევ უფრო საშინელი მდგომარეობაა.
ამის ფონზე გამოდიან ავაზაკი უკრაინელი ჩინოსნები და საქართველოს ამუნათებენ, მოგვიწოდებენ ე.წ. მეორე ფრონტის გახსნისკენ. იქნება ეს კრიმინალური წარსულის მქონე თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს მდივანი დანილოვი, უსამშობლო დეპუტატი არახამია, რუსულ-ბელარუსული სპეცსამსახურების აგენტი პოდოლიაკი თუ სხვა ნაძირალები.
უკრაინელთა ეროვნული მისალმება სრულად ამგვარია – Слава Україні! Героям слава! Слава нації! Смерть ворогам! უკრაინელ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას რუს ოკუპანტებზე და უკრაინის მაროდიორ ჩინოსნებზე და იმის აღსრულებას, რასაც გულისხმობს Смерть ворогам!“, – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე