GD Banner
პოლიტიკა

ავთანდილ ცინცაძე „ლელოს“ აქციაზე: გინდათ გააღვივოთ პროტესტი იქ, სადაც ის არ არის

თბილისის საკრებულოს წევრი, საბურთალოს რაიონის მაჟორიტარი ავთანდილ ცინცაძე თბილისის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე პარტია „ლელოს“ მიერ საბურთალოს რაიონში, 33-ე ბაღთან დაკავშირებით გამართულ აქციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საბავშვო ბაღში არანაირი პრობლემა არ არსებობს.

„თქვენ გინდათ წარმოაჩინოთ, რომ თითქოს არ გვაინტერესებს მომავალი თაობა, ამ საბავშვო ბაღის აღსაზრდელები, არადა მე საკუთარი შვილი დამყავს ამ ბაღში და თქვენ მეუბნებით, რომ თქვენ უფრო გაღელვებთ მისი ბედი, ვიდრე მე. თქვენ მუდამ ცდილობთ გააღვივოთ პროტესტი იქ, სადაც არ არის. ამიტომაც საპროტესტო აქციებზე თქვენი პარტიის წევრები უფრო მეტნი გამოდიხართ, ვიდრე ვითომ საპროტესტოდ მოსული მოსახლეობა. ასე იყო დიდ დიღომშიც, როცა სტადიონის მშენებლობას „აპროტესტებდით“ და ასეა ახლაც საბავშვო ბაღთან დაკავშირებით“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

საბურთალოს რაიონის მაჟორიტარმა „ლელოს“ წევრებს მოუწოდა, რომ უმჯობესია იმ ბაღიდან 300 მეტრში მიმდინარე მშენებლობა გააპროტესტონ.

„ამ ბაღიდან 300 მეტრში თქვენი პარტიის ლიდერის მიერ წამოწყებული მშენებლობაა და მინდა გკითხოთ, იქ ყველაფერი მოგწონთ? ხომ არ აპირებთ რამის გაპროტესტებას?“- განაცხადა ავთანდილ ცინცაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა