GD Banner
პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი: კორექტირებული ბიუჯეტი პარლამენტში განვიხილეთ სწრაფად, მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა ხალხი ელოდება პრეზიდენტის ხელმოწერას

პრეზიდენტს არ ვიცი რა განზრახვები აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია საბოლოო ჯამში დაბლოკოს ბიუჯეტში ცვლილება. ჩვენ ამ ცვლილებას მაინც დავამტკიცებთ, მაგრამ, იმედია, რომ ის ხელს მაინც მოაწერს, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

„თითქმის ორი კვირა გავიდა მას შემდეგ, რაც პარლამენტმა ბიუჯეტზე იმსჯელა. თქვენ ნახეთ რამდენი დრო დავუთმეთ ამ საკითხს, რადგან მნიშვნელოვანია, სწორედ იმიტომ, რომ საქართველოს აქვს სწორი უსაფრთხოებისა და ეკონომიკური პოლიტიკა. ჩვენ გაგვიჩნდა დამატებითი შემოსავალი ჩვენს ბიუჯეტში, 500 მილიონ ლარზე მეტი, რომელიც მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ ის სტიქიები, რომელიც საქართველოს ჰქონდა მიმდინარე წელს, სოციალური პროგრამები განხორციელდეს. ხალხი ამას უკვე ელოდება. პარლამენტში განვიხილეთ სწრაფად, მივიღეთ სწრაფად და ორი კვირაა ხალხი ელოდება ერთი ადამიანის ხელმოწერას. არ ვიცი რა გეგმა აქვს ქალბატონ სალომეს, მაგრამ ვფიქრობ, რომ ეს ძალიან არასწორი დამოკიდებულებაა იმ ქართველი ხალხის მიმართ, რომელიც ამ ბიუჯეტს მოელის. პრეზიდენტს არ ვიცი რა განზრახვები აქვს, მაგრამ მას არ შეუძლია საბოლოო ჯამში დაბლოკოს ბიუჯეტში ცვლილება. ჩვენ ამ ცვლილებას მაინც დავამტკიცებთ, მაგრამ იმედია, რომ ის ხელს მაინც მოაწერს“,- აღნიშნა პაპუაშვილმა.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარემ, პაატა კვიჟინაძემ განაცხადა, რომ სალომე ზურაბიშვილს 2023 წლის კორექტირებულ ბიუჯეტზე ხელი ჯერ კიდევ არ მოუწერია.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,044 ნახვა