ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მიიჩნევს, რომ რუსეთი და „ჰამასი“ ერთმანეთს ჰგვანან. ამის შესახებ მან ჰადსონის ინსტიტუტში საჯარო ლექციის დროს განაცხადა.
„რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმირ პუტინს უკრაინის განადგურება სურს, ხოლო „ჰამასს“, ირანის მხარდაჭერით, სურს, გაანადგუროს ისრაელი. ირანი „ჰამასის“ მფარველია და ცეცხლზე ნავთის დასხმა სურს. რუსეთი ირანისგან შეიარაღებას ყიდულობს და ყურადღებით აკვირდება მოვლენების განვითარებას. რუსეთი და „ჰამასი“ ერთმანეთს ჰგვანან“, – აღნიშნა ფონ დერ ლაიენმა.
მისივე თქმით, ტერორისტები, რომლებმაც მხარს უჭერებენ მათი მეგობრები თეირანში, არასოდეს გაჩერდებიან.
„ამიტომ ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას საკუთარი თავი საერთაშორისო სამართლის ფარგლებში. ამ სიტუაციაში დემოკრატიული ქვეყნების მხრიდან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება არსებობდეს: ჩვენ ისრაელის მხარეს ვართ“, – აღნიშნა ევროკომისიის პრეზიდენტმა.