„ჰამასი“ მზადაა, გაათავისუფლოს მძევლების ნაწილი, თუ ისრაელი დაუყოვნებლივ შეწყვეტს ცეცხლს. ამის შესახებ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით BBC იტყობინება.
არსებული ინფორმაციით, ისრაელი ამ წინადადებას უარით პასუხობს.
„ჰამასში“ აცხადებენ, რომ ყველა მძევალი მათ არ ჰყავთ და ზოგიერთი მათგანი სხვა შეიარაღებული დაჯგუფებების წევრებს ჰყავთ აყვანილი.
ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ღაზის სექტორში მყოფ 203 მძევალს შორის 30-მდე ბავშვი და ახალგაზრდაა, 10-20 კი მოხუცი.
Facebook Comments Box