GD Banner
საზოგადოება

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის სპეციალური განცხადება

დღეს, 20 ოქტომბერს, ჩუღურეთის რაიონში, ტყეკულტურის ქუჩა N7-თან წყალსადენის ქსელი ავარიულად დაზიანდა.

კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და ქსელის დაზიანებული მონაკვეთის აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

ტექნიკური სამუშაოების შესასრულებლად აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა, რის გამოც, დღეს, 20 ოქტომბერს, 13:15 საათიდან, 21 ოქტომბრის ღამის 01:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ჩუღურეთის რაიონში: სამურზაყანოს, სარკინეთის, ცხრა ძმის, აფხაზეთის, მარუაშვილის, სამშვილდის, აჭარის, ტყეკულტურის, მანგლისის, არგვეთის, დავითაშვილის, თამარაშენის, ლამის, ბაგრატიონის, ჯაბაურის, სიღნაღის, ღოღობერიძის და მნათობის ქუჩებს. ზაზიშვილის ქუჩის III შესახვევს, ხუდადოვის და მეუნარგიას ქუჩების ნაწილს და ხეხილ-სანერგე მეურნეობის დასახლებას.

ნაძალადევის რაიონში: ნოსტეს, კახიანის, ძმობის, მუშათას, წრომის, კელაპტრიშვილის, ასკურავას, სტურუას, კისისხევის, წაღვერის, კაჭრეთის, კონდოლის, მაღაროს, კოდალოს,, ენისელის, მესხის ქუჩებს, ღუდუშაურის და ქართლის ქუჩებს, ლოტკინის ხევს.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუკისა და ვებგვერდის მეშვეობით www.gwp.ge.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა