გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა თქვა, რომ მესამე ქვეყნებთან რეპატრიაციის შეთანხმებები არის მთავარი ინსტრუმენტი ევროპაში მიგრანტების ნაკადის შესამცირებლად და გააკრიტიკა ლიდერები, რომლებიც პრობლემას „მკაცრი რიტორიკით“ ებრძვიან.
არალეგალური მიგრაციის საკითხი მომავალ კვირას ევროპელი ლიდერების შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იქნება.
შოლცის თქმით, გერმანიას ამ ეტაპზე შეუძლია მეტი სტიმული მისცეს ქვეყნებს, რომლებიც თანხმდებიან მიგრანტების უკან დაბრუნებაზე.
მისი თქმით, გერმანია ამჟამად მუშაობს ექვს ასეთ ხელშეკრულებაზე.
„ბევრ ქვეყანაში არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ცდილობენ ამ საკითხთან მიმართებით მკაცრი რიტორიკა გამოავლინონ“, – განაცხადა შოლცმა და ირიბად მიანიშნა დიდი ბრიტანეთისა და იტალიის პრემიერ-მინისტრებზე.
Facebook Comments Box