ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობას იმისათვის, რომ საქართველოდან არალეგალური მიგრაცია შემცირდეს, – განაცხადა ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა ვიზალიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის ანგარიშზე საუბრისას.
„ეს ანგარიში [ევროკომისიის] არის საკმაოდ პოზიტიური იმ კუთხით, რომ კარგად არის შეფასებული საქართველოსა და ევროკავშირს შორის თანამშრომლობა, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან თანამშრომლობა. უარის თქმის პროცენტულობა არის 50%, რაც გამოწვეულია იმით, რომ უმეტესწილად, თავშესაფრის მაძიებელთა განაცხადები არის დაუსაბუთებელი და არ კმაყოფილდება. მნიშვნელოვანია, ჩვენმა მოქალაქეებმა იცოდნენ, რომ არალეგალური გზების ძიება ევროკავშირის წევრ ქვეყნებში საზიანოა არა მხოლოდ ქვეყნისთვის, არამედ მათთვისაც. ჩვენ გავაგრძელებთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან მუშაობას იმისათვის, რომ საქართველოდან არალეგალური მიგრაცია შემცირდეს“, – აღნიშნა ბოჭორიშვილმა.
ევროკომისიამ ვიზალიბერალიზაციის კრიტერიუმების შესრულების შესახებ მეექვსე ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც, სხვა ქვეყნებთან ერთად, საქართველოს შესახებაც არის საუბარი.