პალესტინური მედია იტყობინება, რომ „ჰამასის“ პოლიტიკური ბიუროს პირველი და ერთადერთი ქალი წევრი ისრაელის საჰაერო იერიშის შედეგად დაიღუპა. ამის შესახებ BBC წერს.
გამოცემის ინფორმაციით, პოლიტიკური ბიურო „ჰამასის“ გადაწყვეტილებების მიმღები მთავარი ორგანოა. მათივე ცნობით, ჯამილა ალ-შანტი ორგანოს წევრად 2021 წელს აირჩიეს.
ის „ჰამასის“ თანადამფუძნებლის, აბდელ აზიზ ალ-რანტისის ქვრივი იყო და „ჰამასში“ ქალთა მოძრაობა დააფუძნა.
ალ-შანტის გარდაცვალების დეტალები ამ ეტაპზე უცნობია.
Facebook Comments Box