GD Banner
პოლიტიკა

სალომე სამადაშვილი – სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის კანონიც შეაპარეს პარლამენტში – თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ

სანამ იმპიჩმენტის „შაპიტოს“ გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში – თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ, – ამის შესახებ პარტია „ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერი, სალომე სამადაშვილი „მაუწყებლის შესახებ“ კანონში ცვლილებებზე წერს, რომელიც პარლამენტმა პირველი მოსმენით მიიღო.

როგორც სამადაშვილი განმარტავს, „მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს“.

“ნიუ-იორკის მეტროში შევესწარი ერთხელ-ორმა დაიწყო ჩხუბი, სანამ ხალხი მათ უყურებდა, აწაპნეს სანახაობით გართულებს რაღაცები მათმა თანამზრახველებმა. ასე იქცევა “ოცნებაც”. სანამ იმპიჩმენტის შაპიტოს გვაყურებინეს, ცენზურის ახალი კანონიც შეაპარეს პარლამენტში. თან გვპირდებიან, რომ პუტინივით სამუდამოდ აპირებენ ხელისუფლებაში დარჩნენ, თან თავისუფლების ყველა ხვრელის ამოქოლვას ცდილობენ. ჩვენ კი, მოგონილი სანახაობით გართულს, გვწაპნიან დემოკრატიულ ქვეყანაში ცხოვრების შანსს”,- წერს სამადაშვილი.

პარლამენტმა, პირველი მოსმენით, მხარი დაუჭირა „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომლის მიხედვით, სიძულვილის ენის და ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველი პროგრამის გავრცელებასთან დაკავშირებით მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში გასაჩივრდება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,042 ნახვა