GD Banner
საზოგადოება

3 თვეში, რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1070 პირზე გაიცა – საქართველოს ყველაზე მეტი მოქალაქე გერმანიიდან დააბრუნეს

ბოლო სამ თვეში (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) რეადმისიის ფარგლებში, ევროკავშირის ქვეყნებიდან საქართველოში დაბრუნების შესახებ თანხმობა 1070 პირზე გაიცა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკური მონაცემების თანახმად, აღნიშნულ სამ თვეში რეადმისიის სულ 1074 განცხადებაა განხილული, საიდანაც 1070-ზე თანხმობა გაიცა, 4-ზე კი – უარი.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი – 696 მოქალაქის საქართველოში დაბრუნების შესახებ გადაწყვეტილება გერმანიაში მიიღეს. შემდეგ მოდის საფრანგეთი (136), შვეიცარია (48); საბერძნეთი (33); ესპანეთის (26); პოლონეთი (30); იტალია (21); ჰოლანდია (15); ავსტრია (13).

შეგახსენებთ, რომ საქართველოსა და ევროკავშირს შორის „უნებართვოდ მცხოვრებ პირთა რეადმისიის შესახებ“ შეთანხმება 2011 წლის 1-ელ მარტს ამოქმედდა. შეთანხმების საფუძველზე ხდება ევროკავშირის ტერიტორიაზე არალეგალურად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საქართველოში დაბრუნება. შეთანხმება ასევე ითვალისწინებს მესამე ქვეყნების მოქალაქეთა საქართველოში დაბრუნებას შეთანხმებით დადგენილი პირობების საფუძველზე. შეთანხმების შესაბამისად, რეადმისიასა და ტრანზიტთან დაკავშირებულ ყველა სატრანსპორტო ხარჯს საბოლოო დანიშნულების სახელმწიფოს საზღვრამდე აანაზღაურებს მოთხოვნის წარმდგენი სახელმწიფო.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა