GD Banner
პოლიტიკა

ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპოზიციურ დეპუტატებს შოუ მოჰპარა, რადგან მან სიტყვები საქმით გაამყარა და საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში არსებული რეალობა აჩვენა – დავით ჩიხელიძე

„თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, პარლამენტის წინაშე მინისტრის საათის ფარგლებში წარდგა. კითხვა პასუხის რეჟიმმა ჯუანშერ ბურჭულაძის დიდი უპირატესობა და საქმისადმი ერთგულება გვაჩვენა. სამწუხაროდ კითხვის ავტორებმა ბატონი მინისტრი არა საქმისთვის, არამედ შოუსთვის დაიბარეს, ჯუანშერ ბურჭულაძემ ოპოზიციურ დეპუტატებს შოუ მოჰპარა, რადგან მან სიტყვები საქმით გაამყარა და საზოგადოებას თავდაცვის უწყებაში არსებული რეალობა აჩვენა, რეალობა რომელიც უბრალოდ უნდა აღიარო და მინისტრს მადლობა გადაუხადო. უბედურებად უნდა ჩაითვალოს ის გარემოება, რომ ე.წ. ოპოზიცია რეალურად არის მეხუთე კოლონა, სიხარულის ნაცვლად ქართული ჯარის აღმავლობის საქმეს, დიდი მწუხარებით და ეჭვით უყურებს, რაც უკიდურესად არასახელმწიფოებრივი დამოკიდებულების გამოხატულებაა“, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

„საქართველოს ერთ ერთ მთავარ გამოწვევას ქვეყნის ოკუპაცია და ევროკავშირში/ნატოში ინტეგრაცია წარმოადგენს, მნიშვნელოვანია ის ნაბიჯები რომელსაც თავდაცვის უწყება, ბატონი მინისტრის ხელმძღვანელობით დგამს, ყოველდღიურ რეჟიმში ძლიერდება ქართული თავდაცვის შესაძლებლობები, იზრდება შეიარაღების ხარისხი, რაოდენობა და სახეობები. იზრდება ნატოსთან თავსებადობა, რაც ერთობლივ წვრთნებში, საბჭოთა იარაღის, ნატოს სტანდარტების იარაღით ჩანაცვლებაში, ინფრასტრუქტურულ და საკანონმდებლო განვითარებაში გამოიხატება. ყოფილი ჯარისკაცი არ არსებობს, დღეს სახელმწიფო ზრუნავს როგორც მოქმედ ჯარისკაცზე, ასევე ვეტერანებზე, რომელთა ღვაწლი საქართველოს წინაშე შეუფასებელია. რაც შეეხება უშუალოდ მოხსენებას და კითხვა პასუხს.

ბატონი ბურჭულაძე მრავალ საკითხს შეეხო, მათ შორის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი შემდეგი საკითხებია:

ხელფასები: მნიშვნელოვნად გაიზარდა ხელფასები, 2019 წელს რიგითის მინიმალური ანაზღაურება 1050 ლარი იყო, რაც დღეს 1530 ლარი გახლავთ, 2024 წლის იანვრიდან რიგითი მინიმალური ხელფასი, რომელსაც დანამატები არ ემატება, 1700 ლარი იქნება. 

ბინათმშენებლობა: ჯარის ქალაქის მშენებლობა პრემიერ მინისტრის ინიციატივით მახათას მთაზე 2020 წელს დაიწყო და წარმატებით დასრულდა. სამხედროებს უკვე გადაეცათ 1092 ბინა, პროექტი ერთჯერადი არ იყო და ის მომავალშიც გაგრძელდება.

ჯარის ბანაკი: ბანაკი დაახლოებით 800-მა სკოლის მოსწავლემ გაიარა. მომავალ წელს დაგეგმილია პროექტის გაფართოება.

ინფრასტრუქტურის განახლება; ბოლო ოთხ წელიწადში ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების მიზნით 360 მილიონი ლარი დაიხარჯა,

ქართული სამხედრო წარმოება: მნიშვნელოვნად განვითარდა სამხედრო მრეწველობა, დღეს ქართული ჯარი ადგილობრივი წარმოების უნიფორმით მარაგდება.

საფრენი აპარატების მოდერნიზება განახლება: ჩვენს ავიაციას უკვე გამართულ მდგომარეობაში ჰყავს „SU–25“-ები, UH-1H ტიპის შვეულმფრენები, ასევე MI- 8, MTV და “MI–24”-ის ტიპის შვეულმფრენები. პროცესშია სასწავლო-საბრძოლო L39 თვითმფრინავების და AN-2-ების აღდგენა.

თავდაცვის შესაძლებლობის ამაღლება: წლის განმავლობაში განხორციელდა ათეულზე მეტი, მრავალმილიონიანი სამხედრო ხელშეკრულება, რომელიც თავდაცვის გაუმჯობესებას ემსახურება.

შეიარაღების მოდერნიზაცია ჩანაცვლება: აქტიურად მიმდინარეობს საბჭოთა შეიარაღების ნატოს სტანდარტების შეიარაღებით ჩანაცვლება, რაც მომდევნო წლებშიც გაგრძელდება, გასულ წელს თავდაცვის ძალებმა მონაწილეობა მიიღო ორ ათეულ სამხედრო სწავლებაში, ასევე მიიღეს რეკორდული ოდენობის გრანტი და ა.შ.“ – წერს ჩიხელიძე.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,895,356 ნახვა