GD Banner
Uncategorized

შალვა პაპუაშვილი: ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს ბევრი ადამიანი სცემს, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც – ვისაც უნდა ქართველი ხალხის პატივისცემა, პატივი უნდა სცეს მის კონსტიტუციას

პრეზიდენტი ცდილობს, ძირი გამოუთხაროს ჩვენს სახელმწიფოს. სასამართლოს დასკვნის შემდეგ, მთავრობის ნებართვის გარეშე ვიზიტის განხორციელება წარმოადგენს დარღვევას. ნებისმიერი თეთრი, ასეთი ვიზიტის დროს ბიუჯეტიდან დახარჯული, იქნება უკანონო,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრის დროს განაცხადა.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ქართველი ხალხისთვის პატივისცემა პირველ რიგში ნიშნავს საქართველოს კონსტიტუციის პატივისცემას და ეს პატივისცემა მის პარტნიორებს მოეთხოვებათ.

,,მე მოვუწოდებ მის კეთილისმსურველებს, ურჩიონ, არ გახსნას კონსტიტუციის დაუმორჩილებლობის „პანდორას ყუთი“. 16 ოქტომბრის შემდეგ ჩვენი პარტნიორებისთვისაც ცხადია, რომ ასეთი ვიზიტი არის საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა. ამიტომ, რა თქმა უნდა, მათი მხრიდან არ უნდა იყოს კონსტიტუციის დარღვევის ხელშეწყობა. ჩვენი ქვეყნის პატივისცემა სხვების მხრიდან გამოიხატება ჩვენი კონსტიტუციის პატივისცემაში. თუკი ჩვენი კონსტიტუცია ამბობს, რომ პრეზიდენტს არ აქვს უფლებამოსილება განახორციელოს მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტი, პარტნიორებმაც ამას უნდა სცენ პატივი. ჩვენს ხინკალს და ხაჭაპურს პატივს ბევრი ადამიანი სცემს, მათ შორის ჩვენი ოკუპანტი ქვეყანაც. ეს არ არის საკმარისი ჩვენი ქვეყნის პატივისცემისთვის. ვისაც უნდა ქართველ ხალხის პატივისცემა აჩვენოს და ქართული სახელმწიფოს მიმართ, უნდა აჩვენოს, უპირველეს ყოვლისა, პატივისცემა კონსტიტუციის მიმართ. ჩვენი მოლოდინია, თუკი იქნება ასეთი ვიზიტებისა და შეხვედრების მოთხოვნები, თუ მთავრობის თანხმობა არ იარსებებს, ასეთ ვიზიტის განხორციელებაზე მას უარი უთხრან“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,812 ნახვა