GD Banner
საზოგადოება

სოფელ ჭორვილას შესასვლელთან ხმაური და დაპირისპირებაა

იმერეთში, სოფელ ჭორვილას შესასვლელთან ხმაური და დაპირისპირებაა.

სოფელ ჭორვილას მოსახლეობა დაუპირისპირდა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრების თქმით, მათი მისამართით სოფლის მოსახლეობამ კვერცხები და ქვები ისროლეს.

„მე არ ვარ თქვენთან საკამათოდ მოსული. მინდა პოლიციასაც გავაგებინო, ეს არის ჩვენი ქვეყანა და ხელისუფლება გვიკრძალავს მშვიდად გადავაადგილდეთ ჩვენსავე ქვეყანაში, გვართმევენ კონსტიტუციით მონიჭებულ უფლებას, ამ წუთებშიც ისვრიან ქვებს, ვერ შეგვაშინებენ, ეს არის რუსი ოლიგარქის რეჟიმი და დიახ, ამიტომ ვართ აქ ჩამოსულები. იმიტომ ვართ აქ ჩამოსულები რომ აქედან დავიწყებთ მსვლელობას, მივალთ ყველგან და ყველას გავაგებინებთ, რომ ჩვენს ქვეყანას ვერ გაარუსებენ. ბიძინამ დაგვახვედრა ადგილობრივები და დარწმუნებული ვარ მათაც უნდათ ევროპა“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა სოფო ჯაფარიძემ. 

ადგილზე ასევე იმყოფებიან სამართალდამცველები და ვითარების განმუხტვას ცდილობენ. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა