GD Banner
უცხოური მედია

ჯო ბაიდენის განცხადებით, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა გუნდმა“ განახორციელა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი აცხადებს, რომ, როგორც ჩანს, ღაზის საავადმყოფოზე დარტყმა არა ისრაელმა, არამედ „სხვა მხარემ“ განახორციელა. ეს განცხადება ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან, ბენიამინ ნეთანიაჰუსთან შეხვედრის დაწყებისას გააკეთა.

„ღრმად დამწუხრებული და აღშფოთებული ვიყავი ღაზაში საავადმყოფოს აფეთქებით და იმის საფუძველზე, რაც ვნახე, როგორც ჩანს, ეს სხვა გუნდმა გააკეთა, არა თქვენ“, – განაცხადა ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრთან შეხვედრისას.

ამასთან, როგორც ბაიდენმა აღნიშნა, „თუმცა არის ბევრი ადამიანი, რომელიც არ არის დარწმუნებული. ასე რომ, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს გადასალახი“.

ჯო ბაიდენის განცხადებით, მისი ვიზიტი ისრაელისადმი აშშ-ის მხარდაჭერის ნიშანია.

„მსურდა, დღეს აქ ვყოფილიყავი მარტივი მიზეზით – მსურს, რომ ისრაელის მოსახლეობამ, მსოფლიოს მოსახლეობამ იცოდეს აშშ-ის პოზიცია. მსურდა, პერსონალურად ჩამოვსულიყავი, რათა ეს მკაფიო გამხდარიყო“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

ბაიდენმა „ჰამასის“ მიერ ისრაელის თავდასხმაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ „ჰამასმა“ მოკლა ისრაელში 1 300-ზე მეტი ადამიანი, მათ შორის 31 ამერიკელი. „მათ ჩაიდინეს ისეთი ბოროტება და სისასტიკე, რომ „ისლამური სახელმწიფოს“ ქმედებებიც კი უფრო რაციონალურად გამოიყურება“, – აღნიშნა ბაიდენმა,

ბაიდენის თქმით, აშშ უზრუნველყოფს, ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი, რაც თავდაცვისთვის სჭირდება.

აშშ-ის პრეზიდენტმა ასვე აღნიშნა, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს. „ჩვენ ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ „ჰამასი“ არ წარმოადგენს მთელ პალესტინელ ხალხს და მათ მხოლოდ ტანჯვა მოუტანა“, – აღნიშნა ბაიდენმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,365 ნახვა