GD Banner
პოლიტიკა

გიორგი ვაშაძე – რაც ახლა ხდება, არის შოუ, სპეცოპერაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლელ ლიდერად წარმოაჩინონ

ახლა რაც ხდება, არის შოუ, სპეცოპერაცია, რომ სალომე ზურაბიშვილი პროდასავლელ ლიდერად წარმოაჩინონ პრორუსული „ქართული ოცნების“ ფონზე და მისგან ახალი პოლიტიკური პროექტი შექმნას ივანიშვილმა , – ამის შესახებ სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა გიორგი ვაშაძემ განაცხადა.

როგორც ვაშაძე აცხადებს, დღეს “ქართული ოცნება” დამარცხდა, რადგან ოპოზიცია ვერ გატეხეს.

“მათ იყიდეს საკონსტიტუციო სასამართლო, ექსპერტებიც ნაყიდი ჰყავთ ბევრი, მთელი ინსტიტუციები მიითვისეს, მაგრამ ვინც ვერ გატეხეს არის ოპიზიცია, ეს ფაქტია. ამით წერტილი დაესმება ამ ფარსს, რომელსაც ადგილი ჰქონდა მთელი ორი თვე. ევროინტეგრაციის გზაზე კი არ იდგმეოდა ნაბიჯები, შოუს დგამდნენ მთელი ორი თვე. სანამ ამ პრორუსებს ხელისუფლებიდან არ გავუშვებთ, ქვეყანას არ ეშველება? ამ შოუთი, რასაც დგამს „ქართული ოცნება“, რა მიიღო მოსახლეობამ? – არაფერი. დღეს ოპოზიციამ გაიმარჯვა იმით, რომ ვერც ერთი ხმა ვერ დაიმატეს ნამდვილი ოპოზიციიდან. ვინც იუსტიციის საბჭოში კანდიდატებს ხმა მისცა, ოპოზიციად მე არ ვთვლი, ოპოზიცია არის ის, ვინც იმპიჩმენტის ფარსში მონაწილეობას არ იღებს და ხმას არ მისცემს იმპიჩმენტს”, – განაცხადა ვაშაძემ.

ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობა” და “სტრატეგია აღმაშენებელი” პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცესს ფრაქციის ოთახში, პირდაპირ ეთერში ადევნებს თვალს და აცხადებენ, რომ შოუში მონაწილეობას არ მიიღებენ.

ამასთან, მათ თან აქვთ თავიანთი ბარათები, რომელსაც რეგისტრაციისას და კენჭისყრისას იყენებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,040 ნახვა