GD Banner
პოლიტიკა

ნინო ფოჩხუა სალომე ზურაბიშვილზე- მაინც და მაინც იმპიჩმენტი უნდა აეკრა, რომ ბოლო-ბოლო რაც შედიოდა მის საპრეზიდენტო ვალდებულებებში, ის შეესრულებინა?არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა

არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა, ან ის რა იყო, გიჟივით საბუთებს რომ ითხოვდა, არიქა სასწრაფოდ უნდა გავუუქმო მოქალაქეობა ფარცხალაძესო, მიაწოდეს საბუთები და ახლა არ ვარ ხასიათზე, ვერ გავუუქმებ, ცოტა მოიცადოსო”- ექსპერტი ნინო ფოჩხუა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს საქართველოს მოქალაქეობა შეუწყვიტა.

როგორც ექსპერტი წერს, არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა.

“ეს ქალი ნორმალური არ არის. ან ის რა იყო, გიჟივით საბუთებს რომ ითხოვდა, არიქა სასწრაფოდ უნდა გავუუქმო მოქალაქეობა ფარცხალაძესო, მიაწოდეს საბუთები და ახლა არ ვარ ხასიათზე, ვერ გავუუქმებ, ცოტა მოიცადოსო. მაინც და მაინც იმპიჩმენტი უნდა აეკრა, განულებულიყო, რომ ბოლო-ბოლო რაც ევალებოდა, რაც შედიოდა მის საპრეზიდენტო ვალდებულებებში, ის შეესრულებინა? არაადეკვატური პრეზიდენტი გვყოლია ეს წლები, რაც ძალიან სამწუხაროა”- წერს ნინო ფოჩხუა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა