GD Banner
პოლიტიკა

გია ვოლსკი – ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოში, ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო და ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს, გადარჩენა გვმართებს

ჩვენ უნდა ვიფიქროთ მშვიდობიან არქიტექტურაზე მსოფლიოში და არა იმაზე რაც ახლა ხდება. ცეცხლის ალია ჩვენს გარშემო, ეს ოდესმე უნდა დამთავრდეს. ჩვენი რესურსით ვერ ჩავერევით, გავლენას ვერ მოვახდენთ იმდენს ამ სიტუაციაზე, რომ რამე შეიცვალოს, გადარჩენა გვმართებს. – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

„როდესაც სტრატეგიული პარტნიორობის შეთანხმება აქვს ჩინეთს ევროკავშირთან, ამერიკის შეერთებული შტატების დელეგაციები ჩინეთთან წავიდნენ და სწორედ შუა დერეფნის თემაა მთავარი დღეს, რაზედაც საომარი არის ლელო, მაგრამ ის გადარჩება ნამდვილად, იმიტომ რომ სწორ პოლიტიკას აწარმოებს ხელისუფლება, ამ შუა დერეფნის ინტერესია მთავარი და არა ის რომ ჩინეთმა რაღაცა მმართველობის თემა შეცვალოს საქართველოში. ზუსტად ეს არის აღმოსავლეთის და დასავლეთის დაკავშირების და ურთიერთობის განვითარების მომავალი სტრატეგია.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

მისივე თქმით, რადიკალური ოპოზიცია გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ.

„რისთვის იბრძვიან, რას ჭიდაობენ? ემზადებიან იმისთვის, რათა ქვეყანაში დესტაბილიზაცია შექმნან. რომელ სიტყვაში შეიძლება, შემედავოთ? რატომ შეიძლება, საქართველოს, საქართველოს ხელისუფლებას უწოდო პრორუსული? თქვენ, უმრავლესობას, რომელსაც გასვრილი გაქვთ ხელი ადამიანების სისხლში, ეს შავი ლაქა ვერ მოგიცილებიათ. იმის ნაცვლად, რომ როგორმე გაემიჯნოს ზოგიერთი პოლიტიკური პარტია თუ სუბიექტი ამ დანაშაულს, პირიქით, ერთი სული აქვთ როგორმე მათთან ერთად მოხვდნენ კოლექტიურ „ნაცმოძრაობად“ შექმნილ და ჩამოყალიბებულ ამ რევოლუციურ თუ საქართველოს წინააღმდეგ შეთქმულთა გუნდში. ეს არის გუნდი, რომელიც გაერთიანებულია შეთქმულებაში საქართველოს წინააღმდეგ, სხვა ახსნა ამას, რაც დღეს ვიხილეთ ჩვენი ოპონენტების მხრიდან, არ აქვს.“ – განაცხადა ვოლსკიმ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა