GD Banner
პოლიტიკა

ჯასტინ ტრუდო – კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ ომებსაც კი წესები აქვს

კანადის პრემიერ-მინისტრი, ჯასტინ ტრუდო ღაზაში ჰუმანიტარული დერეფნის გახსნის მოწოდებით გამოდის.

მისი თქმით, ბლოკადაში მოქცეულ ანკლავს, სადაც 2.3 მილიონი ადამიანი ცხოვრობს, მძიმე მდგომარეობის მოსაგვარებლად დახმარების სასწრაფოდ მიწოდება სჭირდება.

ტრუდო ხაზს უსვამს, რომ კანადა მხარს უჭერს ისრაელის უფლებას დაიცვას საკუთარი თავი, მაგრამ აცხადებს, რომ „ომებსაც კი წესები აქვს“.

„ტერორიზმის გამართლება არ შეიძლება და ვერაფერი გაამართლებს „ჰამასის“ ტერორისტულ აქტებს. „ჰამასი“ არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს და არც მათ ლეგიტიმურ მისწრაფებებს“, – განაცხადა ტრუდომ კანადის პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას.

ცნობისათვის, ისრაელზე „ჰამასის“ თავდასხმის შედეგად კანადის ხუთი მოქალაქე დაიღუპა, სამი კი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა