GD Banner
პოლიტიკა

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში, მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ საპარლამენტო უმრავლესობის სხდომაზე მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებსა და სასესიო კვირის პლენარული სხდომების დღის წესრიგზე იმსჯელეს.

🔹 მიმდინარე კვირაში პარლამენტი საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავს. საპარლამენტო უმრავლესობა მოუწოდებს რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლებს, მონაწილეობა მიიღონ საკითხის განხილვაში, რათა საქართველოს მოსახლეობას წარუდგინონ არგუმენტები იმ პოზიციის გასაბათილებლად, რასაც საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილი დარღვევის შემდეგ მიზანშეწონილად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობა.

🔹 მიმდინარე კვირაში პარლამენტი ასევე მოისმენს საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელისა და სახალხო დამცველის ანგარიშებს.

🔹 „მინისტრის საათის“ ფორმატში, პარლამენტი თავდაცვის მინისტრს, ჯუანშერ ბურჭულაძეს მოუსმენს, ხოლო ინტერპელაციის წესით დეპუტატების წინაშე საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი წარდგება.

🔹 პარლამენტი ასევე იმსჯელებს „მაუწყებლის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე.

+7

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,033 ნახვა