GD Banner
პოლიტიკა

„ნაცმოძრაობის“ წევრი დავით ხაჯიშვილი გახარიას პარტიაზე – ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია

ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, დავით ხაჯიშვილმა, გახარიას პარტიაზე “საქართველოსთვის” საუბრისას, „პალიტრანიუსის” გადაცემაში „ 360 გრადუსი“ განაცხადა.

ხაჯიშვილმა უპასუხა წამყვანის შეკითხვას, თუ რას ნიშნავდა მის მიერ გახარიას პარტიის წევრის, ბექა ლილუაშვილისთვის ნათქვამი სიტყვები – „რომ არა „ნაციონალური მოძრაობა“, თქვენ არ იქნებოდით“.

„ჩვენთან ერთად შექმნეს ამ ადამიანებმა კოალიცია იმ საკრებულოებში. რა, არა? რუსთავში არ შექმენით?“ – მიმართა ხაჯიშვილმა ლილუაშვილს. აღნიშნულ განცხადებას ბექა ლილუაშვილის მხრიდან უკმაყოფილება მოჰყვა, წამყვანის შეფასებით კი, ხაჯიშვილმა ამ სიტყვებით პირდაპირ დაადასტურა ის, რასაც „ქართული ოცნება“ ამტკიცებდა პარტია „საქართველოსთვის“ და „ნაციონალურ მოძრაობას“ შორის თანამშრომლობასთან დაკავშირებით.

„ამას ამბობს რამდენი ხანია „ქართული ოცნება“ და აგერ, მოვიპოვეთ პირდაპირ ეთერში აღიარება.“ – განაცხადა გადაცემის წამყვანმა, ემა ტუხიაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,167 ნახვა