GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე – სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას

„მანამ, სანამ ჯანსაღი, ეროვნული ძალები, საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე ძალები, არ გამოჩნდებიან ოპოზიციაში, „ქართული ოცნების“ ხელისუფლება იქნება მმართველობაში“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტის მიერ იმ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა, სერიოზულად განიხილება თუ არა ის საკითხი, რომ „ქართულმა ოცნებამ“, მომდევნო რამდენიმე წელიწადი, მართლაც შეიძლება შეინარჩუნოს ხელისუფლება.

როგორც მდინარაძემ განმარტა, „პარტია „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო“ იქნება მმართველობაში იმიტომ, რომ აგენტურას არ დავუთმობთ ხელისუფლებას და არ დავაღუპვინებთ ამ ქვეყანას“.

„როგორც კი ჯანსაღი ძალები, ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რომელზეც ქართული საზოგადოება დარწმუნდება, რომ დავალებებით კი არ მოქმედებენ, საკუთარი ქვეყნის და ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებენ, იმ წუთას შეიძლება დადგეს დღის წესრიგში, რომ „ქართული ოცნება“ იყოს ოპოზიციაში. ჩემი აზრით ერთ წელიწადშიც ძალიან რთულია, რომ მოხდეს. ამას რამდენი წელიც დასჭირდება, იმდენი წელი იქნება „ქართული ოცნება“ ხელისუფლებაში“-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,163 ნახვა