GD Banner
პოლიტიკა

იაპონია უკმაყოფილებას გამოთქვამს რუსეთში იაპონიური ზღვის პროდუქტების იმპორტის აკრძალვაზე – რა საშიშროებას წარმოადგენს იაპონიიდან ზღვის პროდუქტების იმპორტი

იაპონიაში აცხადებებნ, რომ რუსეთის მიერ იაპონიიდან ზღვის პროდუქტების იმპორტირების აკრძალვა დიდი უსამართლობაა. 

„როსსელხოზნადზორში“ ამ გადაწყვეტილებას უსაფრთხოების ზომებით ხსნიან- იმ ფონზე, როდესაც ზღვაში ფუკუშიმას ატომური ელექტროსადგურიდან რადიაციით დაბინძურებული წყლის გადატუმბვა დაიწყეს. აკრძალვის მოსასხსნელად იაპონიას მოუწევს ზღვის პროდუქტების უსაფრთხოების დასამტკიცებლად უტყუარი მტკიცებულებების წარდგენა. გარდა ამისა, რუსეთში სპეციალისტები თავად შეამოწმებენ პროდუქციას. 

იაპონია რუსეთს მოუწოდებს, გადახედოს თავის გადაწყვეტილებას. საგარეო უწყების განცხადებით, ეს არის უსამართლობა. მათივე თქმით, „რუსეთის გადაწყვეტილება ძალიან სამწუხაროა და დაბეჯითებით მოვუწოდებთ, უარი თქვას მასზე, რადგან მსგავსი საქციელი ეწინააღმდეგება საერთაშორისო მოძრაობას, რომელიც იაპონიიდან პროდუქტის იმპორტის აკრძალვების მოხსნისთვის იბრძვის“.

ამასთან, ანალოგიური გადაწყვეტილება 24 აგვისტოს მიიღო ჩინეთმა. ქვეყანაში აიკრძალა იაპონიიდან ზღვის პროდუქტების იმპორტი. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა