GD Banner
პოლიტიკა

ზურაბ ჯაფარიძე – დეპოლარიზაცია პრეზიდენტის ინიციატივა იყო, აღმოჩნდა, რომ თავად არის პოლარიზაციის ერთ ბოლოში, სადაც ვართ ჩვენც და მეორე მხარეს არის „ოცნება“, მოახდინოს ახლა დეპოლარიზაცია

მე რაც ვუსმინე სალომე ზურაბიშვილს, პრაქტიკულად მან ითხოვა დახმარება, როდესაც მოუწევს პარლამენტში მისვლა, თხოვა ოპოზიციას, რომ გარეთ რაღაც აქცია იყოს, ეს იყო შინაარსი, – ამის შესახებ ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა.

როგორც ზურაბ ჯაფარიძემ აღნიშნა, პრეზიდენტს სჭირდება გაცილებით მეტი ნდობის ხარისხი, ვიდრე ახლა არსებობს.

„ნდობის დეფიციტი პირველ რიგში არსებობს იმის გამო, რომ ეს ადამიანი ხშირ შემთხვევაში უკანასკნელ პერიოდში ბევრ სწორ რაღაცეებს ლაპარაკობს, მაგრამ პასუხისმგებლობას ყველაფერზე აკისრებს ვიღაცებს, ეს ვიღაცები არიან ღარიბაშვილი, კობახიძე, პაპუაშვილი და ეს ხალხი, როცა ყველასთვის გასაგებია, რომ პასუხისმგებელი ამ ქვეყანაში ყველაფერზე არის ივანიშვილი. ვიდრე პრეზიდენტი მაგ ზღვარს არ გადალახავს, მე პირადად და ჩვენ არ დავინახავთ, რომ მართლა უპირისპირდება იმას, ვისაც მართლა დასაპირისპირებელია, მანამდე ეგ ნდობა ვერ იქნება. თუ დავინახავთ ამ ყველაფერს, მერე ვნახოთ.

გახსოვთ, რომ სალომე ზურაბიშვილი გამოვიდა ინიციატივით, რომ დეპოლარიზაცია უნდა მოახდინოს ქვეყანაში და შეხვდება პარტიებს, დაელაპარაკება. მაშინ მეც მქონდა შეხვედრა და ავუხსენი, რომ შეუძლებელია დეპოლაროზაცია, მაშინ პოზიცია იყო, რომ ეცდება და ისტორიული მომენტიაო, ახლა აღმოჩნდა, რომ თავად არის პოლარიზაციის ერთ ბოლოში, სადაც ვართ ჩვენც და მეორე მხარეს არის „ოცნება“ და ახლა მოახდინოს დეპოლარიზაცია“, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

საკონსტიტუციო სასამართლომ საქართველოს პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელმაც განაცხადა: „არ გადავდგები, არ გადმოვდგები, პარლამენტშიც მივალ. მინდა, ვურჩიო ოპოზიციას, ძლიერი სურათი თუ უნდათ, გარეთ დადგნენ, შიგნით მე ვიქნები“.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა