GD Banner
პოლიტიკა

“გვეტყობა, რომ ან ვნერვიულობთ ან გვეშინია ვინმეს ოპოზიციონერობის?! სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა 1%-იანი რეიტინგი, როცა ოპოზიციაში იყო” – პრემიერი

გვე­ტყო­ბა ჩვენ, რომ ან ვნერ­ვი­უ­ლობთ ან გვე­ში­ნია ვინ­მეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბის?! სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ჰქონ­და ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი, როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­იყ­ვა­ნა ეს ადა­მი­ა­ნი და დას­ვა პრე­ზი­დენ­ტად, სა­კუ­თა­რი რე­ი­ტინ­გის დამ­სა­ხუ­რე­ბით, – ასე გა­მო­ეხ­მა­უ­რა ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან სა­უბ­რი­სას პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბას, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც თუ რო­გორ გა­აგ­რძე­ლებს ის პო­ლი­ტი­კურ მოღ­ვა­წე­ო­ბას, რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი თუ რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, ახლო მო­მა­ვალ­ში გა­და­წყდე­ბა.

რო­გორც ღა­რი­ბაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, პრე­ზი­დენ­ტის ქმე­დე­ბე­ბის არა­კონ­სტი­ტუ­ცი­უ­რო­ბის დად­გე­ნის ფაქ­ტი ერ­თის მხრივ გულ­და­სა­წყვე­ტია, თუმ­ცა მე­ო­რე მხრივ, აჩ­ვე­ნებს ქვეყ­ნის დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა­სა და ევ­რო­პე­ლო­ბას.

“გვე­ტყო­ბა ჩვენ, რომ ან ვნერ­ვი­უ­ლობთ ან გვე­ში­ნია ვინ­მეს ოპო­ზი­ცი­ო­ნე­რო­ბის?! შე­ვახ­სე­ნებ ყვე­ლას, რომ სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვილს ჰქონ­და ერ­თპ­რო­ცენ­ტი­ა­ნი რე­ი­ტინ­გი როცა ოპო­ზი­ცი­ა­ში იყო. “ქარ­თულ­მა ოც­ნე­ბამ“ მო­იყ­ვა­ნა ეს ადა­მი­ა­ნი და დას­ვა პრე­ზი­დენ­ტად, “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის“ რე­ი­ტინ­გის დამ­სა­ხუ­რე­ბით. მე შე­ვა­ფა­სე ეს ფაქ­ტი და მოვ­ლე­ნა, რაც, რა თქმა უნდა ერთი მხრივ შე­იძ­ლე­ბა იყოს გულ­და­სა­წყვე­ტი ფაქ­ტი, მაგ­რამ მე­ო­რეს მხრივ ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლო­ბა, ევ­რო­პე­ლო­ბა. ჩვენ ვაჩ­ვე­ნეთ ის, რომ ამ ქვე­ყა­ნა­ში არა­ვინ დგას კა­ნონ­ზე მაღ­ლა. გა­სა­გე­ბია, ის სამი მო­სა­მარ­თლე ალ­ბათ მი­კერ­ძო­ე­ბუ­ლია თა­ვი­ანთ შე­ფა­სე­ბებ­ში, მაგ­რამ მე არ გან­ვსჯი. გე­ტყვით, რომ დღეს ქვე­ყა­ნა­ში გვაქვს მშვი­დო­ბა, სტა­ბი­ლუ­რო­ბა. ხე­დავთ რა ხდე­ბა დღეს მსოფ­ლი­ო­ში. ურ­თუ­ლე­სი მდგო­მა­რე­ო­ბაა. უკ­რა­ი­ნა, ახლა ის­რა­ე­ლი. ის­რა­ელ­ში მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბი არი­ას ძა­ლი­ან შე­მა­წუ­ხე­ბე­ლი და ძა­ლი­ან რთუ­ლი გა­მოწ­ვე­ვა არამ­ხო­ლოდ იმ რე­გი­ო­ნის, არა­მედ მას მთელს მსოფ­ლი­ო­ზე ექ­ნე­ბა დიდი გავ­ლე­ნა. ასე რომ, ჩვენ მთა­ვა­რი ყუ­რა­დღე­ბა უნდა მივ­მარ­თოთ ჩვე­ნი ქვეყ­ნის მშვი­დო­ბის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბა­ზე, სტა­ბი­ლუ­რო­ბის გან­მტკი­ცე­ბა­ზე, ეკო­ნო­მი­კურ გან­ვი­თა­რე­ბა­ზე, კე­თილ­დღე­ო­ბა­ზე. ეს სჭირ­დე­ბა ჩვენს ხალ­ხს“, – გა­ნა­ცხა­და ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

ცნო­ბის­თვის, სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლის გან­ცხა­დე­ბით, სა­კონ­სტი­ტუ­ციო სა­სა­მარ­თლოს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბით, ერთი ქვით მოკ­ლეს ევ­რო­პუ­ლი მო­მა­ვა­ლი და დე­მოკ­რა­ტი­აც. მი­სი­ვე თქმით, ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც არა­ნა­ი­რი ბა­ლან­სი არ­სე­ბო­ბას შტო­ებს შო­რის, ის ქვე­ყა­ნა ვერ ჩა­ით­ვლე­ბა დე­მოკ­რა­ტი­ულ ქვეყ­ნად.

“ოც­ნე­ბის“ ოც­ნე­ბის დრო დამ­თავ­რდა. თვი­თონ იფიქ­რონ მერე, რო­მე­ლი სა­ლო­მე ზუ­რა­ბიშ­ვი­ლი ჯობ­და მათ­თვის. ეს მე არ მა­ინ­ტე­რე­სებს, მე მა­ინ­ტე­რე­სებს, სად გა­მო­ვად­გე­ბი ამ ქვე­ყა­ნას უფრო, ან რო­გორც თა­ვი­სუ­ფა­ლი პო­ლი­ტი­კო­სი, ან რო­გორც პრე­ზი­დენ­ტი, რო­მე­ლიც გა­აგ­რძე­ლებს თა­ვის მან­დატს, ამას ახლო მო­მა­ვა­ლი გვე­ტყვის“, – აღ­ნიშ­ნა ზუ­რა­ბიშ­ვილ­მა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა