GD Banner
უცხოური მედია

რუსეთში მარკ ფეიგინზე ძებნა გამოცხადდა

რუსეთში გამოცხადდა ძებნა წარსულში ცნობილ ადვოკატზე, ოპოზიციონერ საზოგადო მოღვაწეზე და პოპულარული Youtube-არხის მფლობელზე მარკ ფეიგინზე. ამის შესახებ „ეხო კავკაზა“ იუწყება.

მუხლი, რომლითაც ფეიგინი იძებნება, რუსეთის შს სამინისტროს ბაზაში მითითებული არ არის. „ტასის“ ინფორმაციით, ფეიგინის წინააღმდეგ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე რუსეთის ჯარის წინააღმდეგ ფეიკების გავრცელების მუხლით. კერძოდ, ფეიგინი ილია პონომარიოვის მიერ შექმნილ ოპოზიციურ ორგანიზაციაში „სახალხო დეპუტატთა ყრილობაში“  მონაწილეობდა და რეგულარულად აშუქებდა უკრაინის მხარეს მებრძოლი ლეგიონის „თავისუფლება რუსეთს“  საქმიანობას.

„არაფერი ახალი არ მომხდარა, ეს მოსალოდნელი იყო“, – დაწერა ფეიგინმა „ტელეგრამში“ ამ ფაქტის კომენტირებისას.

მარკ ფეიგინი ამჟამად საზღვარგარეთ ცხოვრობს. რუსეთის ჯარზე ფეიკებისთვის მას 10 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ამ მუხლით დაუსწრებლად განაჩენი უკვე გამოუტანეს ცნობილ ჟურნალისტებს ალექსანდრე ნევზოროვს და ილია კრასილშიკს.

მარკ ფეიგინი არის Youtube-არხის, „ფეიგინ ლაივის“ მფლობელი. მას 2 მლნ-მდე ხელმომწერი ჰყავს. განსაკუთრებით პოპულარული ეს არხი უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ფართომასშტაბიანი აგრესიის შემდეგ გახდა, როდესაც ეთერებში უკრაინის პრეზიდენტის ოფისის მრჩეველი ალექსეი არესტოვიჩი მონაწილეობდა. რამდენიმე თვის წინ ფეიგინსა და არესტოვიჩს შორის კონფლიქტი მოხდა და მათი ერთობლივი ეთერები აღარ ტარდება.

რამდენიმე დღის წინ რუსეთში ძებნა ალექსეი არესტოვიჩზეც გამოცხადდა. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,799 ნახვა