GD Banner
უცხოური მედია

ზელენსკის ისრაელში ვიზიტზე უარი უთხრეს

ისრაელის მედიის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის ისრაელში სოლიდარობის გამოცხადების მიზნით ვიზიტი სურდა, თუმცა მას ისრაელის მხარემ უთხრა, რომ „დრო სწორად არ არის შერჩეული“.

მოძრაობა „ჰამასის“ მიერ ისრაელზე თავდასხმის შემდეგ, უკრაინის პრეზიდენტმა მტკიცე მხარდაჭერა გამოუცხადა ისრაელს და ხაზი გაუსვა ისრაელის უფლებას, დაიცვას თავი.

ცნობისთვის, რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ფართომასშტაბიანი ომის შემდეგ ისრაელმა არაერთხელ გამოხატა მხარდაჭერა უკრაინის მიმართ, თუმცა კიევის სამხედრო მხარდაჭერისგან თავი შეიკავა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,902,958 ნახვა