პალესტინის პრეზიდენტი, მაჰმუდ აბასი ისრაელზე „ჰამასის“ მიერ განხორციელებულ თავდასხმას გმობს და აცხადებს, რომ „ჰამასის“ ქმედებები პალესტინელ ხალხს არ წარმოადგენს, – ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.
„ჰამასის“ პოლიტიკა და ქმედებები არ წარმოადგენს პალესტინელ ხალხს, პალესტინელ ხალხს წარმოადგენს პალესტინის განმათავისუფლებელი ორგანიზაციის პოლიტიკა, პროგრამები და გადაწყვეტილებები“, – აღნიშნა აბასმა ვენესუელის პრეზიდენტთან, ნიკოლას მადუროსთან სატელეფონო საუბარში.
აბასმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია ისრაელმა შეაჩეროს თავისი აგრესია ღაზაში და დაუყოვნებლივ დაიცვას მშვიდობიანი მოსახლეობა ჰუმანიტარული დერეფნის გახსნით სამედიცინო მარაგით, წყლით, ელექტროენერგიით და საწვავით უზრუნველყოფის მიზნით. ამასთან, მისი თქმით, ღაზადან პალესტინელების გადასახლება პალესტინელი ხალხისთვის მეორე კატასტროფას წარმოადგენს.