GD Banner
პოლიტიკა

მამუკა მდინარაძე პოლონეთში საპარლამენტო არჩევნების ხმების დათვლაზე – ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, ჯერ მხოლოდ 70%-ია დათვლილი. საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო

საქართველოს მოქალაქეებს ახსოვთ, საარჩევნო უბნების დაკეტვიდან რამდენიმე საათში ატყდა მთელი ამბავი, რათა როგორმე წინსწრებით მომხდარიყო საარჩევნო კომისიის დისკრედიტაცია, რომ ამდენი ხანი ხმები ვერ დათვალეს – ასე უპასუხა პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ პოლონეთში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებზე დასმულ შეკითხვას.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, საქართველოში 2020 წლის არჩევნებზე უბნების დახურვიდან 3-4 საათში ითხოვდნენ დათვლილ ხმებს, მაშინ, როდესაც ეს თეორიულადაც შეუძლებელია. მისივე თქმით, მიზანი საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია იყო.

„ვხედავთ ევროპულ პრაქტიკას, რომ 70%-ია დათვლილი, შესაბამისად, 30% კვლავ დაუთვლელია. თითქმის ცხრის ნახევარია, შესაბამისად, რამხელა სპეკულაციასთან გვქონდა საქმე. გარდა იმისა, რომ პარალელური ხმის დათვლის მონაცემები გააყალბეს და ათასგვარი რამ იკადრეს იმისთვის, რომ საარჩევნო პროცესის დისკრედიტაცია მომხდარიყო, პირველივე საათებში 3-4 საათის გასვლის შემდეგ, დათვლილ ხმებს ითხოვდნენ, მაშინ როდესაც იციან, რომ ეს თეორიულადაც შეუძლებელია. აგერ პოლონელები ამ დრომდე მოუნდნენ 70 % -ის დათვლას“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,167 ნახვა