GD Banner
პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე „ენმ“-დან ნიკა მელიას შესაძლო გარიცხვაზე-ამ ყველაფერს რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა არ შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. ეს არის მათი შიდა საქმე, უნდათ გარიცხონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია

„მელია არის უთავმოყვარეო კაცი, ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას“-ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვას, რომლის თანახმადაც „ნაციონალური მოძრაობა“ პარტიიდან ნიკა მელიას გარიცხვას აპირებს.

როგორც კობახიძემ განაცხადა, ეს არის „ნაციონალური მოძრაობის“ შიდა საქმე. აქვე, აღნიშნა, რომ ამ შიდა დაპირისპირებებით უკვე ჩამოსცდნენ 20 პროცენტს და იმედია 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან.

„მელია არის უთავმოყვარეო კაცი, ამდენი ხანი, ფაქტობრივად ის აღარ არის „ნაცმოძრაობის“ წევრი და ჯიუტად არ ტოვებს პარტიას. ხაბეიშვილი რომ მოგიგებს არჩევნებს და მაინც არ გადიხარ იმ პარტიიდან, რა თავმოყვარეობაზეა საუბარი, თავადაც შეგიძლიათ განსაჯოთ. რა თქმა უნდა, მელია არავითარი ფაქტორი არ არის, არც პლუსი, არც მინუსი, არაფერი რაიმე განსაკუთრებული ცვლილების შეტანა ამ ყველაფერს არ შეუძლია ჩვენს პოლიტიკურ სისტემაში. შესაბამისად, ეს არის მათი შიდა საქმე, უნდათ გარიცხონ, უნდათ გააგდონ, უნდათ საკუთარი ნებით დაატოვებინონ პარტია. ეს პროცესი კარგია. ამ შიდა დაპირისპირებებით ჩამოსცდნენ უკვე 20 პროცენტს და იმედია 10 პროცენტსაც ჩამოსცდებიან, ასე მიუახლოვდებიან საპარლამენტო არჩევნებს“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა