GD Banner
პოლიტიკა

გერმანიის შს მინისტრი ქვეყნიდან ჰამასის მომხრეების გაძევებით იმუქრება

​გერმანიის შსს-ში აცხადებენ, რომ ქვეყნიდან ჰამასის ყველა მომხრეს გააძევებენ. ასეთი განცხადებით გამოვიდა უწყების ხელმძღვანელი ნენსი გეზერი. გაზეთ „ბილდთან“ ინტერვიუს დროს მან თქვა, რომ ისრაელზე ჰამასის შეტევის შემდეგ, „მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს გერმანიაში ებრაელების დაცვა, ასევე ებრაული და ისრაელის დაწესებულებების უსაფრთხოება“.

„საშინელებაა, რომ ბევრი ოჯახი შეშფოთებულია. ეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანს ხდის შემდეგ სიგნალს: „ჩვენ თქვენს მხარეს ვართ“ ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ თქვენს დასაცავად“,- ციტირებს გამოცემა მინისტრის სიტყვებს ბერლინში განვითარებული ანტისემიტური ინციდენტების საპასუხოდ, როდესაც ებრაელების სახლების ფასადებზე უცნობმა პირებმა დავითის ვარსკვლავები მიახატეს.

დაძაბულობამ კონფლიქტის გამო სპორტშიც შეაღწია. „ბავარიის“ მაროკოელი ფეხბურთელი ნუსაირ მაზრაუი პალესტინას უჭერს მხარს და აცხადებს, რომ მაროკოს ნაკრები თავის ფინანსურ ბონუსებს პალესტინას შესწირავს. გერმანიაში ფეხბურთელის პოზიცია დაგმეს. გაზეთმა „ბილდმა“ კი, დაწერა, რომ ფეხბურთელი უნდა გაემიჯნოს ჰამასის სისხლიან ქმედებებს. , წინააღმდეგ შემთხვევაში, მისი ადგილი გერმანიაში არ არის. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,034 ნახვა