GD Banner
საზოგადოება

არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, ზეწოლის გარეშეც ვიცით როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ – მერაბ ტურავა

საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ მერაბ ტურავამ პრეზიდენტის იმპიჩმენტის გადაწყვეტილების გამოცხადებამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ეს იყო ჩვეულებრივი სამართლებრივი დავა.

მისი თქმით, მოსამართლეებზე ზეწოლა არ ყოფილა. 

„არანაირი ზეწოლა არ ყოფილა, მაშინ ამის შესახებ თქვენ იქნებოდით ინფორმირებული და ჩვენ განვაცხადებდით. ჩვენ არ გვჭირდება არავითარი ზეწოლა. ზეწოლის გარეშეც ვიცით, როგორი და რა გადაწყვეტილება უნდა მივიღოთ.

შევიკრიბეთ, ვითათბირეთ, ჩვენ ვიცით ერთმანეთის პოზიცია. თათბირის საიდუმლოებს ვერ გავამჟღავნებ, მაგრამ მას შემდეგ, რაც ხელი მოეწერება დოკუმენტს, ჩვენ უნდა მივიღოთ გადაწყვეტილება, რომელიც სამართლებრივად დასაბუთებული იქნება“, – აცხადებს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე.

შეგახსენებთ, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების შესახებ მას შემდეგ განაცხადა, რაც პრეზიდენტი საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხთან დაკავშირებით ევროპელ ლიდერებთან შესახვედრად გაემგზავრა.

ამას წინ უძღოდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ რამდენიმე ქვეყანაში მოთხოვნილ ვიზიტებზე პრეზიდენტისთვის ნათქვამი უარი.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,035 ნახვა