GD Banner
პოლიტიკა

პუტინი: თუ ამერიკას რუსეთთან ომი სურს, ეს იქნება სრულიად სხვა ომი

რუსეთის პრეზიდენტმა რუსეთის პირველ არხთან, პროგრამა Москва. Кремль. Путин-თან ინტერვიუს დროს კომენტარი გააკეთა აშშ-ის კონგრესის წარმომადგენლების იმ განცხადებაზე, რომ ამერიკელები უნდა მოემზადონ რუსეთსა და ჩინეთთან ომისთვის. 

„ჩვენ ყველა ვემზადებით ომისთვის, რადგან ცნობილ ძველ პრინციპს ვეყრდნობით: „თუ გინდა მშვიდობა- მოემზადე ომისთვის“. მაგრამ ჩვენთვის  მთავარია მშვიდობა. თუ მათ უნდათ ომი რუსეთთან, ეს სრულიად სხვა ომი იქნება. ეს არ იქნება სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ ,-განაცხადა პუტინმა.

მისივე თქმით, რუსეთი და ჩინეთი არ აპირებენ არანაირ სამხედრო-პოლიტიკურ გაერთიანებას განსხვავებით დასავლეთის ქვეყნებისგან, რომლებიც ქმნიან სამხედრო-პოლიტიკურ ბლოკებს და „მასში სხვა ქვეყნებსაც მიათრევენ“.

პუტინმა აღნიშნა, რომ ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტი იმდენად მასშტაბურია, რომ არ შეიძლება მისი შედარება „უკრაინაში მიმდინარე სამხედრო ოპერაციასთან“. „არავინ, საღ აზრზე მყოფი, არ დაუშვებს ბირთვულ სახელმწიფოებს შორის ომს“,-განაცხადა მან.

პუტინის თქმით, უკრაინული კონტრშეტევა, რომელიც თითქოსდა  დამუხრუჭდა, სინამდვილეში, სრულიად ჩავარდა, თუმცა ცალკეულ მონაკვეთებზე უკრაინელები ახალ აქტიურ შეტევებს ამზადებენ.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,041 ნახვა