GD Banner
საზოგადოება

საბურთალოს რაიონში წყალმომარაგება დღეს 16:00 საათამდე შეიზღუდება

ჯივიპის მიერ, მიცკევიჩის ქუჩაზე, 12 ოქტომბერს დაწყებული გადაერთებითი სამუშაოებისთვის განსაზღვრული დრო გახანგრძლივდა. გადაერთებითი სამუშაოების ადგილზე განთავსებულია მაღალი ძაბვის ელექტრო სადენები, რის გამოც აუცილებელი გახდა მუშაობის პროცესში უსაფრთხოების განსაკუთრებულად მაღალი ზომების დაცვა.

აქედან გამომდინარე, კომპანიის ცნობით, წყალმომარაგების აღდგენის დრო 13 ოქტომბრის 16:00 საათამდე გადაიდო. ჩვენი ტექნიკური ჯგუფები აქტიურ, უწყვეტ რეჟიმში მუშაობენ, რომ წყალმომარაგების აღდგენა აღნიშნულ დროზე ადრე გახდეს შესაძლებელი.

ამ დროისთვის წყალმომარაგება შეზღუდული აქვს:

საბურთალოს რაიონში – ყაზბეგის გამზირს N14-16, მიცკევიჩის, ბურძგლას, ტანძიის, ტაშკენტის, ჯანო ბაგრატიონის, ცაგარელის და საირმის ქუჩებს; საირმის გორას.

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი ბოდიშს უხდის მომხმარებლებს დისკომფორტისთვის.

სამუშაოების მიმდინარეობისას, წყალმომარაგების სრულად აღდგენამდე კომპანია მოსახლეობას წყალს ცისტერნებით მიაწვდის.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

Facebook Comments Box

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,047 ნახვა