GD Banner
საგარეო პოლიტიკა

პეკინში ისრაელელ დიპლომატს თავს დაესხნენ – მედია

ჩინეთის დედაქალაქ პეკინში თავს დაესხნენ ისრაელის საელჩოს თანამშრომელს, რომელიც თავდასხმის მომენტში საელჩოს ტერიტორიაზე არ იმყოფებოდა და ქუჩაში გადაადგილდებოდა. ამის შესახებ ინფორმაციას South China Morning Post ავრცელებს

არსებული ინფორმაციით, დიპლომატი დიპლომატი საავადმყოფოშია გადაყვანილი და ის სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფება.

ადგილობრივი პოლიციის ცნობით, ამ ეტაპზე თავდასხმის მოტივი უცნობია და მიმდინარეობს გამოძიება.

როგორც გამოცემა Times of Israel აღნიშნავს, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მყოფ, ისრაელის მოქალაქეებს მოუწოდებენ, სიფრთხილე გამოიჩინონ მას შემდეგ, რაც 7 ოქტომბერს, „ჰამასის“ დაჯგუფების წევრებმა ისრაელის ტერიტორიაზე შეტევა დაიწყო. 

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,903,042 ნახვა