GD Banner
პოლიტიკა

გურამ მაჭარაშვილი: აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს პროცესზე, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია

„ჩვენ გაქვს საპარლამენტო მმართველობა და არა საპრეზიდენტო მმართველობა. ამიტომ, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას“, -ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა მედიასთან განაცხადა

მაჭარაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას მიიღებს და გამოსცემს დადგენილებას, რომ პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია.

„ჩვენ გაქვს საპარლამენტო მმართველობა და არა საპრეზიდენტო მმართველობა. ამიტომ, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს სამართლიან გადაწყვეტილებას. ბევრი იურიდიული თავსატეხი აქ ნამდვილად არ არის იმიტომ, რომ აღიარებითი ჩვენება აქვთ მიცემული პრეზიდენტს და მის წარმომადგენელს პროცესზე, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. ამიტომ, იმედი მაქვს, საკონსტიტუციო სასამართლო მიიღებს ამ გადაწყვეტილებას, რასაც ჰქვია დადგენილება, რომ პრეზიდენტმა დაარღვია საქართველოს კონსტიტუცია“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

Facebook Comments Box

About the author

Info Postalioni

ტოპ პოსტები

კატეგორიები

ნახვები

  • 7,885,291 ნახვა